გერმანიაში უკრაინის ელჩის, ოლეკსი მაკეიევის თქმით, გერმანია უკრაინისთვის რვა IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ დიპლომატმა უკრაინელ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"შვიდი სისტემა უკვე უკრაინაშია, მერვე კი გზაშია" - ამბობს უკრაინის ელჩი.
გერმანიამ 2024 წელს წამოიწყო ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და მას შემდეგ უკრაინისთვის ამ სისტემების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ჯამში, გერმანიამ უკრაინისთვის 17 IRIS-T-ს სისტემის გადაცემის პირობა დადო.





