რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ კაბინეტს აშშ-ზე დრონების მისაყიდად $10-30-მილიარდის კონტრაქტის მომზადება დაავალა

უკრაინული გამოცემა Interfax Ukraine-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინისგან დრონებს შეისყიდის. 

ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალსა და სტრატეგიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, ალექსანდრ კამიშინს ამისთვის $10-20-30-მილიარდიანი ხელშეკრულებების მომზადება დაავალა.

"პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი ჩვენგან დრონებს შეისყიდიან. ასეთი შეთანხმება არსებობს. დავალება უმეროვს, შმიგალსა და კამიშინს გადავეცი. ამას ისინი მოაგვარებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერიოზული, $10-20-30-მილიარდიანი კონტრაქტის მომზადება," განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. 

ზელენსკიმ 16 ივლისს ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინული დრონების შესყიდვა სურს. 

"მრავალი დრონია, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ჩვენ ამას პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილავთ. მე ვუთხარი, რომ ძალიან მინდა, თქვენგან ის რაღაცები ვიყიდო, რაც მხოლოდ თქვენ გაქვთ. მან კი მითხრა, რომ ამერიკას უკრაინული დრონების ყიდვა სურს. ძალიან მინდა, რომ ამერიკა ჩვენი ცის დაცვაში დაგვეხმაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია," თქვა უკრაინის პრეზიდენტმა Newsmax-თან ინტერვიუში. 

კომენტარები