აშშ-ჰამასი

უიტკოფი: ჰამასის ბოლო პასუხი ცხადყოფს, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის სურვილი არ აქვთ

სტივ უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ჰამასის ბოლო პასუხმა „ცხადად აჩვენა, რომ მას არ აქვს ზავი მიღწევის სურვილი ღაზაში". 

ასევე უიტკოფმა თქვა, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკების ჯგუფს დოჰადან სამშობლოში კონსულტაციებსითვის აბრუნებს და მოლაპარაკებების შედეგების მისაღწევად "ალტერნატიულ გზებზე" გადავა.

"მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, ჰამასი არც კოორდინირებულად მოქმედებს და არც კეთილსინდისიერად. ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს, რათა ტყვეების დაბრუნება შევძლოთ და ვეცადოთ, ღაზას მოსახლეობისთვის სტაბილური გარემო შევქმნათ" - თქვა უიტკოფმა

უიტკოფმა განაცხადა, რომ "სამწუხაროა, რომ ჰამასი ასე ეგოისტურად მოქმედებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებულნი დავასრულოთ ეს კონფლიქტი და ღაზაში მუდმივ მშვიდობას მივაღწიოთ".

უიტკოფმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს "ალტერნატიულ ვარიანტებში".

როგორც The Times of Israel-ს არაბმა დიპლომატმა და შუამავლობის პროცესში ჩართულმა წყარომ უთხრეს, ჰამასის პასუხი საკმარისად კონსტრუქციული იყო, რომ მხარეებს მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ.

კომენტარები