რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა და უკრაინამ წინა შეთანხმების ფარგლებში სამხედრო ტყვეები გაცვალეს

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში ივნისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სამხედრო ტყვეთა გაცვლის მე-9 ეტაპი შედგა. უკრაინამ 1 000-ზე მეტი მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე დაიბრუნა

ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე წერს. 

"დღეს გაცვლის უკვე მეცხრე ეტაპი შედგა, რომელზეც სტამბოლში შევთანხმდით. სახლში ბრუნდებიან მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი მცველები. დეტალებზე საუბარი უკვე შეგვიძლია - სტამბოლის ბოლო შეთანხმებების ყველა ეტაპის შედეგად 1 000-ზე მეტი ჩვენი ადამიანის დაბრუნება შევძელით. 1 000 ოჯახისთვის ეს არის თავისი ახლობლების ხელახლა ჩახუტების სიხარული. მადლობა ყველას, ვინც ამაზე მუშაობდა". - წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნებული ადამიანების უმეტესობა ტყვეობაში სამ წელზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა და საჭირო სამედიცინო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებენ. 

ამასთან, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა და პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მხარეებმა წინა შეთანხმების ფარგლებში დაახლოებით 250 ადამიანი გაცვალეს. 

კომენტარები