რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: სტამბოლში უკრაინის დელეგაცია კვლავ ცეცხლის სრულ შეწყვეტას მოითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაცია დღეს სტამბოლის მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს

ამასთან, ზელენსკიმ  ზუმის ოლქზე რუსეთის იერიშზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსული დრონებით ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ოლქში 220 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ იმას, რაც განადგურებულია და დღეს თურქეთში მოლაპარაკებების დროს უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ასეთი იერიშების შეწყვეტას". - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე დაწერა, რომ პოსტის გამოქვეყნების დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სუმის ოლქში ძირითადად აღდგენილი იყო. 

"დილით მიწოდების უმეტესობა უკვე აღდგენილი იყო. ამჟამად სუმის ოლქში ელექტროენერგია თითქმის სრულად არის აღდგენილი. დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო აღდგენის პროცესზე იტყობინებოდნენ. ყველა საჭირო რესურსი გამოყოფილია". - წერს ზელენსკი. 

რუსეთისა და უკრაინის შეხვედრა სტამბოლში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შედგება, რაც თბილისის დროით 20:00 საათია. უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, ხოლო რუსულ დელეგაციას სათავეში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ვლადიმირ მედინსკი ჩაუდგება. 

კომენტარები