კახა კალაძის თქმით, თბილისში ურბანული წესრიგის დასაცავად მოტოინსპექცია ამოქმედდება.
"მინდა, გაგაცნოთ ახალი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები თბილისის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე. ჩამოყალიბდა მოტოინსპექცია, რომელიც ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეციალური ეკიპირებითა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა [...]
პროექტის მიზანია, თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად იმართოს ურბანული წესრიგი და შესაბამისი ზომები გატარდეს. მოტოინსპექცია განახორციელებს დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანებისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს - ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს". - თქვა თბილისის მერმა.
კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შესაბამისი გადამზადება გაიარეს - თბილისის მერიამ კი 20 ერთეული ტრიციკლი შეიძინა.





