ქურდობა

ოქროს ნივთის ქურდობისთვის შსს-მ დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები