მე მაქვს ადამიანების, მოქალაქეების იმედი იმიტომ, რომ ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგიაა, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს, პატივს ვცემთ მათ არჩევანს, არ ვაკრიტიკებთ, არ ვლანძღავთ, არ ვეძახით რაღაც საშინელ სიტყვებს, როგორც გვეძახიან, მაგრამ ეს მკვდრადშობილი იდეაა - მე არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება ქართული ოცნება საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, უფრო მეტად ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე და თან ამ ყველაფერს გამოიყენებს რეპრესიისთვის საქართველოს მოქალაქეების წინააღმეგ - მე ამის არ მჯერა და აქეთ მხარეს არის შანსი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თბილისში 66% მხარს უჭერს პროდასავლურ ოპოზიციას და 25% ქართულ ოცნებას, ამ ლიდერებმა თქვეს, რომ ნუღარ გვისვამთ შეკითხვას - მონაწილეობთ თუ არა ამ ბრძოლაში, და ჩვენც რაღაც ეტაპზე გავეშვით, მაგრამ ჩვენ, მე, ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ კომუნიკაციას იმ ამომრჩეველთან.
tbl.ge/79lb
დაკოპირდა

თქვა პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ადგილობრივ არჩევნებზე საუბრისას TV პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- საია: 4 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური კრიზისის, არასაკმარისი დებატების პირობებში ჩატარდა
- შარაშიძე: ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა! თბილისი ყველამ ერთად კალაძეს ჩავაბარეთ
- TI: 25-წლიან ისტორიაში პირველად არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობას მოკლებულნი ვიქნებით
- კუპრაძე: თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერებს დავამონტაჟებთ
- ჩანაწერი დაჩეხილია და არ შეესაბამება სინამდვილეს – ლელოს ყოფილი კანდიდატი




