რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი და ქალბატონი დანიგანის კავშირებიდან გამომდინარე გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სწორედ იმ დანაყოფიდან, რომელიც მოქმედებს დიფ სთეითის გავლენით
ამ ლოგიკას ამყარებს ის, რომ ჩვენი პასუხი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხი იყო საჯარო. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის შანტაჟის ქვეშ. მის წინააღმდეგ გამოიყენება პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები, მანამდე იყო სანქციები, დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება შვეიცარულ ბანკში – ბატონი ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, მაგალითად პრემიერმინისტრს და სხვებს, ჩვენ შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს, ჩვენ არ ვართ არც ფორმალური და არც არაფორმალური ამერიკული სანქციების ქვეშ





