აშშ

ლოს-ანჯელესში მანქანა ხალხში შევარდა - დაშავდა 28 ადამიანი

BBC

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში სანტა-მონიკას ბულვარში მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა

ლოს-ანჯელესი სახანძრო დეპარტამენტის (LAFD) ცნობით, ყველა დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი - 7 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, 6 კი სერიოზულ მდგომარეობაშია. 

LAFD-ის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე ღამის კლუბთან მოხდა. 

უწყების წარმომადგენელმა, კაპიტანმა ადამ ვანგერპენმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პაციენტს ნატყვიარი აქვს, ხოლო თვითმხილველებმა თქვეს, რომ შემთხვევის დროს გასროლის ხმა გაიგეს. ვანგერპენის თქმით, ტყვიით დაჭრილი პირი ავტომობილის მძღოლი შეიძლება იყოს, თუმცა დაამატა, რომ "ეს ჯერ არ დაუდასტურებიათ" და "ამასთან დაკავშირებით საპოლიციო გამოძიება მიმდინარეობს". 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ შევარდა მანქანა ხალხში. 

კომენტარები