კრიმინალი

ადიგენში კაცი მოკლეს – განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 1 პირი დააკავა

Tabula

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადიგენში კაცი მოკლეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები