რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დნეპროპეტროვსკში რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა

16-17 ივლისის ღამეს, ქალაქ დნიპროსა და დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

"ქალაქ დნიპროზე მასშტაბური იერიში განხორციელდა. დნიპროში ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ხუთი დაშავდა. ოთხი მამაკაცი - 35, 37, 40 და 52 წლის - ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. 70 წლის კაცი კი, რომელიც ასევე დაშავდა, გამოჯანმრთელებას სახლში განაგრძობს" - დაწერა დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

რუსულმა ძალებმა უკრაინას 64 ერთეული Shahed-ის ტიპის საბრძოლო დრონებითა და სხვა ტიპის დრონებით შეუტიეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 დრონი გაანადგურეს, ხოლო 23 უპილოტო საფრენი აპარატი ხუთ სხვადასხვა ობიექტს მოხვდა.

იერიშების შედეგად დნეპროპეტროვსკის სხვადასხვა ნაწილში ხანძრები გაჩნდა.

კომენტარები