უკანონო მიგრაცია

დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე, მიმდინარეობს გაძევების პროცედურები - შსს

მიგრაციის დეპარტამენტი
სქრინი შსს-დან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე.

"კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან - ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები