გენერალი კელოგი უკრაინაში ჩამოვიდა და ორი ღამის განმავლობაში მასობრივი დაბომბვები არ ყოფილა - ეს ძალიან საინტერესო მაგალითია. ამ ღამით მძიმე დარტყმები არ იყო, არც იმის წინა ღამით.
ხალხი ხუმრობს კიდეც, "გენერალ კელოგს უკრაინული პასპორტი უნდა მივცეთ და აქ დავიტოვოთო" და რომ "ამერიკელები უფრო ხშირად უნდა ჩამოვიდნენ აქ," რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი ნაკლებს დაგვბომბავს.
ეს რას ნიშნავს? იმას, რომ პუტინი მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ როცა ამერიკელები არ არიან, ამას არ აკეთებს. პუტინი დაშინებას, შანტაჟს შეეცდება და დაძაბულობას გამოიწვევს, მაგრამ სრულ ესკალაციაზე არ მიდის. ეს ერთ რამეს ნიშნავს, პუტინს ამერიკის ეშინია.





