"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკომისია წერილს ამზადებს, რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება.
იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო.
ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.
"ევროკომისია საქართველოსთვის წერილს ამზადებს, რომელშიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. საბოლოო ჯამში ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია კვალიფიციური უმრავლესობის გზით". - წერს იოზვიაკი.





