კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთი მოლაპარაკებების "მესამე რაუნდისთვის" მზად არის, თუმცა "აშკარაა, რომ კიევი არ ჩქარობს".
ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ილაპარაკა.
"აშკარაა, რომ კიევი არ ჩქარობს. ჩვენ კვლავინდებურად ველით წინადადებებს ვადებთან დაკავშირებით. რუსული მხარე გაგრძელებისთვისა და მესამე რაუნდის ჩატარებისთვის მზად არის. ამის თქმა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ეს სიტუაცია". - თქვა პესკოვმა.
გარდა ამისა, პესკოვის თანახმად, რუსეთისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია", რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა რუსეთსა და უკრაინას შორის "შუამავლობის ძალისხმევა გააგრძელოს".
"უპირველეს ყოვლისა, ეს მოლოდინები უნდა ჰქონდეს თავად ბატონ კელოგსა და უკრაინელ თანამოსაუბრეებს. [...] ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა კელოგმა, როგორც პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა, რუსეთ-უკრაინის [ომის] რეგულირების ფარგლებში შუამავლობის ძალისხმევა გააგრძელოს". - თქვა პესკოვმა პასუხად კითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვს რუსულ მხარეს კიევში კელოგის ვიზიტთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, დღეს, 14 ივლისს კელოგი კიევში ჩავიდა, მანამდე კი 9 ივლისს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რომში უკრაინის აღდგენის მეოთხე კონფერენციის ჩატარებამდე შეხვდა.





