შსს

შსს: საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მათ შორის არიან თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის მოქალაქეები.

"დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების თაობაზე". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან და მათი საქართველოდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები