თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





