რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რომში ზელენსკისა და კელოგს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

Укринформ

რომში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრას ასევე ესწრებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და ასევე მისი მოადგილე, პაველ პალისა.

ზელენსკისა და კელოგის პროტოკოლურ შეხვედრა რომელიმე მხარის მიერ საჯარო განცხადებას ან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხს არ ითვალისწინებს. 

უკრაინის პრეზიდენტი რომში კრაინის აღდგენის მეოთხე კონფერენციასთან დაკავშირებით ჩავიდა, რომელსაც 10-11 ივლისს იტალია და უკრაინა ერთობლივად ჩაატარებენ. 

კონფერენციას, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას "დამატებით იარაღს გაუგზავნის," რადგან მათ "თავის დაცვა უნდა შეეძლოთ."

ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო. 

4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.

ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან 3 ივლისს საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები