რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი იტალიაში პაპს შეხვდა, კელოგსა და იტალიის პრეზიდენტს შეხვდება

ANSA

დღეს, 9 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში პაპ ლეო XIV-ს მის საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი ასევე აპირებს, რომ დღეს აშშ-ს სპეციალურ წარმომდგენელს, კით კელოგსა და იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდეს

ეს ზელენსკისა და ლეო XIV-ს შორის რიგით მეორე შეხვედრაა მას შემდეგ, რაც კონკლავმა ახალი პაპი აირჩია.

პაპის საზაფხულო რეზიდენცია კასტელ-განდოლფოში მდებარეობს, სადაც პაპი 20 ივლისამდე აპირებს დარჩენას. 

10-11 ივლისს რომში უკრაინის აღდგენის მეოთხე კონფერენციას იტალია და უკრაინა ერთობლივად ჩაატარებენ. 

კონფერენციას, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, დაესწრებიან.

კომენტარები