საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს - შსს

მიგრაციის დეპარტამენტი
სქრინი შსს-ს ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს.

"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები