უკრაინა

მედია: ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შეატყობინა

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოკსანა მარკაროვს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შეატყობინა.

Суспільного-ს მიხედვით, ელჩობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ კიდეც მიმდინარეობს.

Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული საკითხი ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

ანონიმური წყაროების მიხედვით, ელჩობის კანდიდატებს შორის არიან პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, პრემიერმინისტრის მოადგილე ოლგა სტეფანიშინა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო.

კომენტარები