სირიაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი, თომას ბარაქი აცხადებს, რომ ის "წარმოუდგენლად კმაყოფილია" ლიბანის მთავრობის პასუხით ამერიკის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე, რომელიც ჰეზბოლას განიარაღებას ეხება.
The Times of Israel აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ტერორისტულმა დაჯგუფებამ არაერთხელ მიანიშნა, რომ ის იარაღის მთლიანად დათმობას არ აპირებს.
"მთავრობისგან მიღებული პასუხი ასეთ მოკლე დროში გასაოცარი იყო. წარმოუდგენლად კმაყოფილი ვარ ამ პასუხით" - უთხრა ბარაქმა ჟურნალისტებს ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ.
ბარაკმა პასუხის შინაარსი არ გაამჟღავნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აუნის გუნდმა ბარაქის 19 ივნისის წინადადებაზე შვიდგვერდიანი პასუხი გადასცა.





