თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათის კერძო ცხოველთა პარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერს თავს დაესხა. მამაკაცი დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლომის დაჭერა ვერ მოხერხდა და ამის შემდეგ ის მონადირეებმა მოკლეს. ოპერაციაში სპეციალისტები, მონადირეებთან ერთად, დრონების გამოყენებით მონაწილეობდნენ.
დაშავებული ფერმერის, სულეიმან კირის თქმით, მას ფსტის პლანტაციაში მუშაობის შემდეგ მინდორში ეძინა, გამთენიისას კი ლომი თავს დაესხა, თუმცა, მან ოჯახის წევრების დახმარებით, წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და ლომი გაიცა.
მედიის ინფორმაციით, ლომი კერძო ცხოველთა პარკი ლომების მიწიდან გამოიქცა, სადაც 30-მდე ცხოველი ბინადრობს. შემთხვევის შემდეგ ზოოპარკი დახურეს.
ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლო ლომმა ვოლიერის დატოვება.





