სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%); ასევე, ყველა ქვეჯგუფის უმრავლესობა, ქ/ოცნების ამომრჩევლების გარდა.
კერძოდ, თბილისელების 83% თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რეგიონებში - 68%, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 89%, ხოლო ქართული ოცნების ამომრჩევლების - 49%.
კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ოცნებას ასახელებს. ქართული ოცნების ამომრჩევლები კი, პოლიტიკური კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებენ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა - სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა.
შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი - 71%. რაც შეეხება შერჩევის მეთოდს - კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით.





