ტვ პირველის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაშია მოთავსებული.
ცნობისთვის, რიჟვაძე მანამდე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოში, "ჯეოჰოსპიტალში" იყო მოთავსებული.
შსს-ს ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალი სსკ-ის 238 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი წერს, რომ არსებული ინფორმაციიით, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებული პირი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანია.





