უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უკრაინის მიწოდების საკითხზე დონალდ ტრამპთან საუბარი უახლოეს დღეებში ექნება.
"აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობაზე და მათ მხარდაჭერაზე... იმედი მაქვს, ხვალ ან უახლოეს დღეებში ამის შესახებ ვისაუბრებ პრეზიდენტ ტრამპთან[...].
ჩვენ აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს, მათ აქვთ ისეთი ერთეულები, რომელსაც ევროპა ვერ მოგვაწვდის, მაგალითისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს, რომელიც 3 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ბევრი საერთო იდეა, საერთო თემა აქვთ. ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან. თუ საუბარია უკრაინაზე, ჩვენ უსიტყვოდ პრეზიდენტ ტრამპის მიერ წამოყენებულ სრულად ცეცხლის შეწყვეტის იდეას უსიტყვოთ მხარს ვუჭერდით". – განაცხადა ზელენსკიმ.





