რუსული რეჟიმი

ივანიშვილის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

ივანიშვილის განათლების და მეცნიერების მინისტრის, გივი მიქანაძის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

რაც შეეხება ღირსიაშვილის სამუშაო გამოცდილებას, 2024 წლის 24 მაისს ლევან ღირსიაშვილი ირაკლი კობახიძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა. 2022 წელს იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

2019-2022 წლებში ღირსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. 2018-2019 წლებში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, 2015-2017 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე. იქამდე ღირსიაშვილი თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მოადგილე იყო. მანამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლი. 

კომენტარები