ბალი

ბალისკენ მიმავალი ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

2 ივნისს ბალისკენ მიმავალი ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ეროვნული საძიებო და სამაშველო სააგენტოს ოფისის ცნობით, გემზე 53 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ის ბალის კუნძულისკენ ბანიუვანგიდან მიემართებოდა, რომელიც იავას კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციების შედეგად, 31 ადამიანი გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარის მიზეზებს შესაბამისი უწყებები იძიებენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბორნის ოპერატორმა მწყობრიდან გამოსული ძრავის შესახებ შესაბამის უწყებებს ჩაძირვამდე აცნობა. ხოლო, ოფიციალურმა პირმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მიზეზი შესაძლოა "ცუდი ამინდი" ყოფილიყო.

კომენტარები