რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკიმ სამხედრო სასწავლო ცენტრებში ჯარისკაცებისა და ტექნიკის მასიური განთავსება აკრძალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ოლექსანდრ სირსკი
Kyiv Independent

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის გადაწყვეტილებით, სამხედრო სასწავლო ცენტრებში, დიდი ოდენობით ჯარისკაცებისა და ტექნიკის განთავსება აიკრძალა.

"მოვისმინე ანგარიში სასწავლო ცენტრების საჰაერო (სარაკეტო) იერიშებისგან დაცვის შესახებ. ჩემი უპირობო მოთხოვნაა სამხედრო ცენტრებსა და ზურგის პოლიგონებში სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გაძლიერებაა.

პირადი პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მასიური განთავსება კარვების ქალაქებში იკრძალება"! – წერს სოციალურ ქსელში სირსკი.

გენშტაბის მეთაურის თქმით, ლოკაციებზე შენდება ახალი თავშესაფრები, ბლინდაჟები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები. 

უკრაინის მთავარსარდალმა ჯარისკაცების მომზადებისთვის აუცილებელი ამოცანები განსაზღვრა. მათ შორის არის ახლადშექმნილი სამხედრო კორპუსების დაცვის უზრუნველყოფა.

სამხედრო ცენტრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გენშტაბის გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი იქნება.

გარდა ამისა, სირსკის გადაწყვეტილებით, საბაზისო მომზადების კურსი 49-დან 51 დღემდე გაიზარდა. 

კომენტარები