რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ სამხედრო საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა

1 ივლისის დილას უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკში მდებარე სამხედრო საწარმოზე იერიში მიიტანა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით დრონების სამიზნე ელექტრომექანიკური ქარხანა კუპოლია, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს აწარმოებს.

რუსულ Telegram არხებზე იერიშის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. მედიების ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 1 ივლისს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 60 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

დრონების იერიშის გამო ფრენები გაუქმდა სარატოვის, ულიანოვსკის, ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და იჟევსკის აეროპორტებში.

კომენტარები