განათლების ახალი მინისტრი

მიქანაძე: მზაობა მაქვს, დღენიადაგ ყველაფერი გავაკეთო, რომ სამინისტრო წარმატებული იყოს

ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, ვსარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და ვუხელმძღვანელო იმ სამინისტროს, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული და განვითარება განათლების, მეცნიერების გარეშე, რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი არის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში და ის რეფორმები, რომლებიც მიმდინარე არის და ის აქტუალური საკითხები, რა თქმა უნდა, ეს საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით და შესაბამისად, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერმინისტრისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული. იმიტომ, რომ ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციული არის ჩვენი ქვეუყნის წარმატებისა.

თქვა გივი მიქანაძემ, რომელიც ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების მინისტრად დანიშნა. 

კომენტარები