ირანის ბირთვული პროგრამა

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებებს არ ვმართავ, მათ არაფერს ვთავაზობ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მის ადმინისტრაციას ირანთან დიალოგი არ აქვს და მათ "არაფერს სთავაზობს". 

"ირანს არაფერს ვთავაზობ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მათ [ირანს] მილიარდობით დოლარი გადაუხადა სულელური "ბირთვულ იარაძე JCPOA-ის გზის" ფარგლებში (რომელიც ახლა ვადაგასული იქნებოდა!), და მე მათ არც კი ველაპარაკები მას შემდეგ, რაც ჩვენ მათი ბირთვული ობიექტები გავანადგურეთ". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

მანამდე, 27 ივნისს, ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა ადმინისტრაციამ განიხილა შესაძლებლობა, ირანის დასახმარებლად ხელმისაწვდომი გაეხადა 30 მილიარდი დოლარი, რომელიც სამოქალაქო ენერგიის მწარმოებელი ბირთვული პროგრამის აშენებას უნდა მოხმარებოდა. 

კომენტარები