რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

Mykola Berdnyk/DW

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩავიდა

ვადეფულმა კიევში ჩასვლის შემდე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს.

"უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, რათა თავი წარმატებით დაიცვას - თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით და სხვა იარაღებით, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებით". - თქვა ვადეფულმა. 

ვიზიტამდე ჩაწერილ განცხადებაში ვადეფულმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას შეხვდება. 

"მსურს, ნათელვყო, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას. აქ თავისუფლება არ უნდა მივატოვოთ, ქვეყანას მხარი უნდა დავუჭიროთ. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ მოხდება და პუტინი მიხვდება, რომ ამ ომს ვერ გააგრძელებს, არამედ სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს. ამიტომ ვეწვიე კიევს, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიჰას შევხვდები". - თქვა ვადეფულმა. 

კომენტარები