რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოდესაზე რუსულ თავდასხმას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

28 ივნისის ღამეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსულ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით იერიშმა 21-სართულიანი შენობა დააზიანა, რა დროსაც მე-7, მე-8 და მე-9 სართულებზე ხანძარი გამოიწვია.

ოდესის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის ცნობით, თავდასხმის შედეგად ცოლ-ქმარია დაიღუპა.

დაშავებულებს შორის სამი ბავშვია. კიპერის განცხადებით, ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში არსებული საჰაერო განგაშები ართულებდა სამაშველო ოპერაციას.

მანამდე, 20 ივნისს, ოდესაზე თავდასხმის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები