27 ივნისს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 363 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 რაკეტით მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 217 საჰაერო სამიზნე.
გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 148 საჰაერო სამიზნე.
"იერიშის შედეგად 3 ლოკაციაზე დაზიანდა შენობები, გარდა ამისა, 8 ლოკაციაზე ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
საჰაერო იერიში მოგერიებაში ასევე მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

