შსს

შსს: საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დავაკავეთ

შსს-ს ცნობით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.

"უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების კონკრეტული ლოკაციები გადაამოწმეს, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთისა და ირანის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან და მათი საქართველოდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები