დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის თქმით, NATO-ს მე-5 მუხლს მხარს უჭერს და მზადაა ალიანსის ქვეყნების დასაცავად

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე კატარში, 15 მაისი, 2025
Win McNamee / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის.

“მხარს ვუჭერ მე-5 მუხლს, აქ ამიტომაც ვარ. მხარს რომ არ ვუჭერდე, აქ არ ვიქნებოდი.” - თქვა ტრამპმა.

ხოლო რეპორტიორის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა იგი NATO-ს ქვეყნებს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “ახლა რა ვთქვი? კი, რა თქმა უნდა, რატომ ვიქნებოდი აქ?”

კომენტარები