ხანძარი

ზუგდიდში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა

ზუგდიდში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა. 

როგორც სამთავრობო რუსთავი 2 თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ასაკოვანი ქალი ბინაში შვილთან ერთად იმყოფებოდა, როცა ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ქალი გაიგუდა, შვილმა კი დამწვრობა მიიღო. 

ფაქტთან დაკავშირებით ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 188-ე მუხლით. მუხლი გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები