ევროპის საბჭო და უკრაინა ხელს მოაწერენ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, იევგენია კრავჩუკი სოციალურ ქსელში წერს.
"რაც ოცნებად გვეჩვენებოდა სამართლიანობისთვის, ახლა რეალობად იქცევა. უკრაინა ევროპის საბჭოსთან ერთად ხელს მოაწერს შეთანხმებას, რაც რუსეთს პასუხისგებაში მისცემს" – წერს კრავჩუკი.
უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ სპეციალურ ტრიბუნალს იურისდიქცია რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც ექნება. სტეფანიშინას თქმით, ტრიბუნალი შეეხება აგრესიის დანაშაულის ყველა ასპექტს, მათ შორის დაგეგმვას, მომზადებას, ინიცირებას და შესრულებას.
"ეს განხილვის საგანი აღარ არის, არამედ უბრალოდ დროის საკითხია. ზოგიერთები პასუხისგებაში მალე მიეცემიან, ზოგიერთები უფრო გვიან, მაგრამ ყველა მათგანი აგებს პასუხს. გამონაკლისები არ იქნებიან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისოდ აღდგეს კანონის უზენაესობა და თავიდან ავირიდოთ სამომავლო აგრესიული ქმედებები" – ამბობს სტეფანიშინა.





