ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები 2025

ცქიტიშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზე ან ყველა უნდა გავიდეთ, ან არავინ

მე ვფიქრობ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება 4 ოქტომბერს მოხდეს, არის ის, რომ რამდენიმე პარტია ბოიკოტში იყოს, რამდენიმე კი არჩევნებში მონაწილეობდეს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას გავუკეთოთ [...] 

ვფიქრობ, რაღაცნაირად, გარკვეული პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს. არც ერთი მხარე უნდა იყოს კატეგორიული და არც მეორე [...] კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ყველაზე კრიტიკულია, რომ დღეს ერთი პოზიცია იყოს - ან ყველა მივდივართ არჩევნებზე, ან არავინ. ჩემი აზრით, ამას ალტერნატივა არ აქვს. 

თქვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა TV პირველის ეთერში. 

კომენტარები