ჯერ ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ შევქმნათ ერთობა, თუ ამ ერთობას ვერ მივაღწევთ და შესაბამისად, დროც აღარ იქნება იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ერთობის შესაქმნელად, შემდეგ უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ დავსხდეთ და მივიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება რას ვიზამთ.
გარდა პარტიული ერთობისა ჩვენ გავაკეთეთ ახალი განაცხადი, რომლითაც მივმართეთ საპროტესტო ჯგუფებს და ვუთხარით, რომ ჩვენც ვიმუშაოთ ერთობაზე. მზად ვართ ნომერზე უარი ვთქვათ, ჩვენს კანდიდატებზე უარი ვთქვათ, სახალხო კანდიდატები [გვყავდეს] რომელიც წინასწარ შევარჩიოთ სახალხო გამოკითხვით, პრაიმერიზით, რითაც გაგვიხარდება.
რა თქმა უნდა, ართულებს ვითარებას, რომ ეუთო/ოდირის ჩამოყვანაზე ქართულმა ოცნებამ, ივანიშვილმა უარი თქვა, რაც ნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიები არ იქნება წარმოდგენილი ველზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ივანიშვილს არ ადარდებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად შერაცხავენ თუ არა. ივანიშვილს ეს ეტაპი უკვე გავლილი აქვს, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ გარდა რუსთაველის გამზირისა, ამ ქვეყანაში, უნდა არსებობდეს 3 000 ბრძოლის ველი, 3 000 საარჩევნო უბნის სახით. ყველგან უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა მშვიდობიანად, სტაბილურად, ოღონდ პრინციპულად იმისთვის, რომ არ დავთმოთ არცერთი მისხალი. მხოლოდ ეს გზა დაგვაახლოებს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენები 2025
კუპრაძე არჩევნებზე: თუ ერთობას ვერ მივაღწევთ, მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას





