გერმანია

მერცი: დიდი ხნის მანძილზე გერმანიაში უგულებელვყოფდით გაფრთხილებებს რუსულ იმპერიალიზმზე

გერმანიის თავდაცვის მინისტრი და მე აპრილის დასაწყისში ლიტვაში ახალ [გერმანულ] ბრიგადას ვესტუმრეთ და ვილნიუსში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, გერმანიაში, უგულებელვყოფდით ბალტიის ქვეყნების გაფრთხილებებს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ.

ჩვენ ვხვდებით, რომ შეცდომა დავუშვით და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც მისი [რუსეთის] მიზნები გავიგეთ. მაშასადამე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ლიტვის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებაცაა.

თქვა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები