ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონე არ გაზრდილა.
"ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, იერიშის შემდეგ, IAEA ადასტურებს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარე ტერიტორიებზე რადიაციის დონეს მოუმატებია.
IAEA ირანში სიტუაციის შეფასებას გააგრძელებს და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, დამატებით ინფორმაციას გაასაჯაროებს" - წერია სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა და ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.





