კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ არ დათანხმებულა რუსეთი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას "30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ.
პესკოვის თქმით, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებამდე მრავალი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის ისიც, გააგრძელებს თუ არა დასავლეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებას და, თავის მხრივ, გააგრძელებს თუ არა უკრაინა ჯარის მობილიზაციასა და სამხედრო ნაწილების გადაწყობას.
"ამერიკა არ ამბობს, რომ ყოველგვარ დახმარებას შეაჩერებენ, დიდი ბრიტანეთიც არ ამბობს ამას, საფრანგეთიც" - თქვა პესკოვმა ინტერვიუში.
"გააგრძელებს აშშ, დიდი ბრიტანეთი და NATO-ს ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, საათობრივ სამხედრო დახმარებას, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ? გაგრძელდება შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის თუ შეჩერდება? გააგრძელებს უკრაინა მობილიზაციას? და გააგრძელებს უკრაინა დანაყოფების გადაადგილებას პოზიციების გასაუმჯობესებლად ფრონტზე?
[...] ჩვენ გვაღელვებს უკრაინის ახალი იარაღით გაძლიერების საკითხი, რითაც ის ახალი იერიშისთვის მოემზადება". - ირწმუნება პესკოვი, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოიქცევა რუსეთი ანალოგიურად, კრემლის სპიკერი პასუხობს, რომ თუკი ორივე მხარე ამას გააკეთებს, მაშინ "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება არ არსებობს".
"ჩვენ ახლა სტრატეგიული უპირატესობა გვაქვს, რატომ უნდა დავკარგოთ ეს? არ დავკარგავთ ამას, ჩვენ წინ მივდივართ, წინ მივიწევთ და წინსვლას გავაგრძელებთ". - ამბობს კრემლის სპიკერი.





