შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
“საქართველოდან გაძევებულ იქნა: სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის - ჯამში 25 მოქალაქე”. - წერს შსს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიგრაციის დეპარტამენტი
შსს-ს ცნობით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს





