რეკლამა

ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირები მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება (რ)

ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ტურნირი, betlive Master League საქართველოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულ სეზონებთან ერთად გრანდიოზულ საფეხბურთო ფესტივალებს მოაწყობს. მომდევნო 4 თვის განმავლობაში საქართველოს 8 ქალაქში 3-დღიანი საფეხბურთო დღესასწაულები ჩატარდება.

თითოეულ რეგიონში 8 ან 16 გუნდი იასპარეზებს და ტურნირი ჯგუფური ეტაპით დაიწყება. ფესტივალების საპრიზო ფონდი 4,000 ლარს შეადგენს, გამარჯვებული გუნდები კი ფულად ჯილდოსთან ერთად საქართველოს betlive Master League-ის შესარჩევი ეტაპის საგზურს დაეუფლებიან.

betlive Master League Festivals - ფესტივალების განრიგი:

  • სიღნაღი - 20-22 ივნისი
  • თელავი - 27-29 ივნისი
  • ფოთი - 4-6 ივლისი
  • ზუგდიდი - 18-20 ივლისი
  • ონი - 1-3 აგვისტო
  • მესტია - 15-17 აგვისტო
  • სამტრედია - 19-21 სექტემბერი
  • ქუთაისი - 26-28 სექტემბერი

ყოველი ფესტივალის ფინალურ დღეს, ადგილზე მისულ გულშემატკივრებს betlive-სგან საინტერესო საჩუქრები ელით. ფინალურ დღეს, მაყურებლისთვის EA FC 25-ის ტურნირი ჩატარდება, რომლის გამარჯვებულიც Playstation 5-ს, მეორე ადგილოსანი კი Marshall-ის დინამიკს მიიღებს. ტურნირისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ადგილზე იქნება შესაძლებელი და მონაწილეობას 18+ წლის ადამიანები შეძლებენ.

ადგილზე უამრავი საინტერესო აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და არაერთი საჩუქარი გელოდება - ამიტომ დაესწარი betlive Master League-ის ფესტივალებს და იცხოვრე ფეხბურთით!

კომენტარები