უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის დაზვერვა: კალინინგრადში განადგურებულია სამხედრო კომპლექსის ენერგოსადგური

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) აგენტებმა, რუსეთში, კალინინგრადის ოლქში, დივერსია მოაწყვეს.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 14 ივნისს, დაახლოებით 4:00 საათზე, უკრაინამ იერიში მიიტანა ელექტროსადგურზე, შედეგად მომარაგების გარეშე დარჩა სამხედრო-საწარმო კომპლექსი.

დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, იერიშმა რუსეთის სამხედრო მანქანა 5 მილიონი დოლარით დააზარალა.

"კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთს აღარ აქვს ზურგი არც დასავლეთში, არც აღმოსავლეთში და არც პლანეტის ნებისმიერ წერტილში. უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ყველაფერი რუსული დაიწვება, ჩაიძირება და განადგურდება, მიუხედავად ადგილმდებარეობისა და დაცულობისა". – წერია ГУР-ის განცხადებაში.

კალინინგრადის ოლქი, წარსულში კენიგსბერგი რუსეთის ადმინისტრაციული ტერიტორიაა, რომელსაც რუსეთთან ტერიტორიული საზღვარი არ აქვს. კალინინგრადი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა გერმანიას წაართვა.

კომენტარები