უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის უსაფრთხოება: დავაკავეთ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ФСБ-ს აგენტები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ФСБ-ს აგენტები.

უწყების ინფორმაციით, ჯაშუშთა ჯგუფი ინფორმაციას აგროვებდა F-16 გამანადგურებლებისა და სამხედრო ვერტმფრენების შესახებ.

ორი აგენტი სპეცოპერაციის შედეგად, სამხედრო აეროდრომთან ახლოს დააკავეს, როდესაც ისინი F-16-ის აფრენის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მტრის ჯაშუშები 22 და 21 წლის კრემენჩუგის ორი მაცხოვრებელია. ეჭვმიტანილები ФСБ-ს თანამშრომელმა გადმოიბირა, მისი ვინაობა ჩვენთვის უკვე ცნობილია". – წერია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სამართალდამცავების თქმით, ჯაშუშების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ოკუპანტებს იერიში მიჰქონდათ სამხედრო აეროდრომებზე.

ორივე ჯაშუშს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ღალატისთვის, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები