რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკში რუსული СУ-25 ჩამოვარდა

რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-25
Pravda.ua

რუსი სამხედრო ბლოგერების თანახმად, უკრაინაში დონეცკის ოლქში ოკუპირებული სოლედარის დასახლებასთან СУ-25 ტიპის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთმა თვითმფრინავმა მეორეს სავარაუდოდ შეცდომით ცეცხლი გაუხსნა და უმართავი რაკეტა ესროლა.

პრორუსი სამხედრო ბლოგერის, Fighterbomber-ის თანახმად, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა, ამჟამად კი საავადმყოფოში იმყოფება. 

უკრაინული გამოცემა Мілітарний აღნიშნავს, რომ  СУ-25-ის ტიპის თვითმფრინავები საშუალოდ 40 წლისაა და ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ტექნიკურ ხარვეზებსა და საგანგებო მდგომარეობებს აწყდება. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 24 მარტს ერთ-ერთი СУ-25 გეგმიური სასწავლო-სავარჯიშო ფრენის დროს ტექნიკური გაუმართავობის გამო ჩამოვარდა.

მანამდე, 2023 წლის ივლისში СУ-25 ტექნიკური გაუმართავობის გამო რუსეთის კრასნოდარის ოლქის სანაპიროს მახლობლად, აზოვის ზღვაში ჩამოვარდა.

Мілітарний აღნიშნავს, რომ 2023 წელს ერთ-ერთი СУ-25 ტექნიკური გაუმართავობის გამო ასევე ბელგოროდის ოლქშიც ჩამოვარდა.

კომენტარები